ლილოს ნაგავსაყრელი – საფრთხე, რომელმაც შესაძლოა ავიაკატასტროფა გამოიწვიოს

ლილოს ნაგავსაყრელი – საფრთხე, რომელმაც შესაძლოა ავიაკატასტროფა გამოიწვიოს

749
გაზიარება

გარდაბნის რაიონის სოფელ ლილოში მდებარე თბილისის ნაგავსაყრელის ექსპლუატაცია 2011 წლის ნოემბერში დაიწყო. ნაგავსაყრელის ფართობი 84 ჰექტარს შეადგენს და მისი ექსპლუატაციის ვადა, დაახლოებით, 40 – 45 წელია. როგორც  საქართველოს სახელმწიფო აუდიტის 2015 წლის კვლევაშია ნათქვამი, ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით არის აშენებული.Capture

სახელმწიფო აუდიტის განმარტებით, მანძილი ლილოს ნაგავსაყრელიდან  თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე, ისევე, როგორც  ვაზიანის სამხედრო აეროდრომამდე, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. როგორც ირკვევა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სტანდარტების მიხედვით, ნაგავსაყრელი აეროპორტიდან, მინიმუმ, 13 კმ-ით უნდა იყოს დაშორებული. კვლევის მიხედვით, თბილისის ნაგავსაყრელი – თბილისის სამოქალაქო აეროპორტიდან 7.5 კმ-ით და ვაზიანის სამხედრო აეროპორტიდან 10.65 კმ-ით არის დაშორებული. როგორც სახელმწიფო აუდიტის კვლევაშია ნათქვამი,  ფრინველები, რომლებსაც ნაგავსაყრელი იზიდავს, სახიფათოა თვითმფრინავებისთვის და შესაძლოა მათი დაზიანება და კატასტროფა გამოიწვიოს.

aeroportinagavi

ანალოგიურ საფრთხეს უქმნის თბილისი საერთაშორისო აეროპორტს ქალაქ რუსთავის ახალი ნაგავსაყრელი, რომელიც თბილისის სამოქალაქო აეროპორტიდან 10 კმ-ში და ვაზიანის სამხედრო აეროპორტიდან 3.5 კმ-ში მდებარეობს. როგორც კვლევაშია მითითებული, პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ დარღვეულია ნაგავსაყრელების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურები. კერძოდ, არ არის გათვალისწინებული საფრთხის შემცველი ასპექტები.

კომენტარი