მხატვრის ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დაიწყო

მხატვრის ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დაიწყო

129
გაზიარება

ნუცუბიძის III მიკრორაიონში მხატვრის ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის.
გზის რეაბილიტაციის პროექტირებას, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, „საქართველოს ტექნიკური ჯგუფი“ ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობით ახორციელებს.
საგზაო პროექტის, სატრანსპორტო მოძრაობისა და სხვა საკითხების გაცნობის მიზნით, ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო გოგუაძე შეხვდნენ.

კომენტარი