ღუნიბის მოედანი – რა აკავშირებს ბერიას შენობასთან, რომელიც აქ იდგა

ღუნიბის მოედანი – რა აკავშირებს ბერიას შენობასთან, რომელიც აქ იდგა

201
გაზიარება

1859 წელს, დაღესტნის აულ ღუნიბში იმამ შამილის დატყვევების აღსანიშნავად იმ ადგილს, სადაც ახლა პარლამენტის შენობა დგას, „ღუნიბის მოედანი“ უწოდეს.

f

ჩრდილოეთ კავკასიაში, ადგილობრივ მთიელებზე გამარჯვების აღსანიშნავად, „ღუნიბის მოედანზე“ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის აშენება გადაწყდა.1866 წლის 1 მაისს ღუნიბის მოედანზე სამხედრო ტაძრის ასაშენებლად ჩატარდა კონკურსი რომელშიც მონაწილეობდა 16-მდე პროექტი. პირველი პრემია 2000 რუბლი ერგო აკადემიკოს შრეტერს და მხატვარს ღუნის. მეორე ადგილის პრემია 800 რუბ. შეხვდა პროფ. გრიმსა და გედიკეს. კონკურსში გრიმისა და გედიკის პროექტმა გაიმარჯვა.

51

მშენებლობა 1871 წელს დაიწყო, თუმცა სახსრების უქონლობის გამო მშენებლობა მალევე შეჩერდა. საბოლოოდ ტაძარი 1897 წელს აკურთხეს.გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „გუშინ, 21 მაისს, აკურთხეს წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობაზე აგებული ახალი სამხედრო ტაძარი. ეკლესია კარგა მოზრდილია და თითქმის 200 ოთხ-კუთხი საჟენი ალაგი უჭირავს. აშენებულია ვიზანტიურ გემოვნებაზე და მშვენივრად არის მორთული როგორც შიგნით, აგრეთვე გარედ. საკურთხეველში ასვენია მოსკოვიდან საგანგებოდ გამოწერილი ძვირფასი ხატები, კედლებზე წმინდანების სურათებია დახატული. შუა ადგილას ხომლია ჩამოშვებული, რომელსაც 218 სანთლის მინაგვარი ელექტრონის ლამფა აქვს ჩამოკიდებული. შანდლები მთლად ბრინჯაოსაგან არის დამზადებული. ეკლესია აკურთხა ეგზარხოსმა ვლადიმირმა“

e183a1e18390e1839be183aee18394e18393e183a0e1839d-e183a2e18390e183abe18390e183a0e18398-e183a1e1839de18391e1839de183a0e1839d

ტაძარი გეგმაში ტოლგვერდა ჯვარს წარმოადგენდა.ფუნდამენტი ჩამოსხმული იყო ბეტონისა და სოლოლაკის ქვის ნაზავისაგან. აგურის კედლები მოპირკეთდა ქუთაისის (ვარდისფერი) და ძეგამის (თეთრი) ქვებით. სამრეკლოს გვერდით მდებარე ნაგებობები აგებული იყო სოლოლაკისა და ძეგამის ქვებით. ტაძარში შესასვლელი კიბეები, რელიეფური ორნამენტები, შესრულებულდა ქუთაისის ქვაში. გუმბათი აეწყო შბედლერის გეგმის მიხედვით. ჯვრები ტაძარზე იყო მოოქროვილი ბრინჯაოსი.
ოთხიარუსიანი სამრეკლო რამდენიმე ზარისაგან შედგებოდა რომელთა საერთო წონა 600 ფუთამდე იყო.ტაძარი ნათდებოდა 81 სარკმელით და ტაძრის ცენტრში დაკიდული 218 ელექტრონათურიანი ჭაღით, რომელიც 1838 სანთლის ექვივალენტი სიკაშკაშე ჰქონდა. ასევე განთავსებული იყო სხვადასხვა ადგილას 56 ელექტრონათურა. ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფდა 8 ელექტრო ვენტილიატორი, რომელთაც შეეძლოთ 1500 კუბური საჟენი მოცულობის ჰაერის ამოქაჩვა საათში. გათბობის საჰაერო-წყლის სისტემა განთავსებული იყო სარდაფში.61a5fd7e74fd4985e516be68da67dd08

ტაძარი 1934 წელს ლავრენტი ბერიას მითითებით დაანგრიეს. გამოთავისუფლებულ ადგილზე დაიგეგმა მთავრობის სახლის აგება, რომლის პირველი ნაწილის მშენებლობა დასრულდა 1938 წელს. პარლამენტის შენობამ (რუსთაველის გამზირი) საბოლოო სახე 1953 წელს მიიღო.

 

კომენტარი