თბილისის საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

73
გაზიარება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 2015 წლის 13 ივნისი ძალიან მძიმე და ტრაგიკული დღე იყო, რომელსაც ადამიანები შეეწირნენ. გიორგი ტყემალაძემ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისას  მოხალისეთა ერთობის მნიშვნელობაზე და მეხანძრე-მაშველების თავდაუზოგავ შრომაზე ისაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა.
„მინდა სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია. მინდა, მივუსამძიმრო იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ  სტიქიას  შეეწირნენ.  ამავდროულად,  მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ყველა იმ მოხალისისა და მეხანძრე-მაშველების მიმართ, რომელთაც არნახული, თავგანწირული დახმარება და სამუშაოები ჩაატარეს ასეთ მძიმე პერიოდში. განსაკუთრებით მინდა ის ახალგაზრდები გამოვყო, რომლებმაც არნახული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ყოველდღიურად იყვნენ ჩართულები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან თბილისის მერი კახა კალაძე და მერიის წარმომადგენლები, ასევე, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. მემორიალთან დაღუპულთა სულების  მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

კომენტარი