მოხუცთა რამდენი თავშესაფარია თბილისში და რა ღირს მათი მომსახურება

მოხუცთა რამდენი თავშესაფარია თბილისში და რა ღირს მათი მომსახურება

353
გაზიარება

მცირე დაფინანსების გამო,  თბილისში არსებული მოხუცთა თავშესაფრები, რომლებიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არიან, მხოლოდ მცირე კონტინგენტის შენახვა ახერხებენ.
ოფიციალური ინფორმაციით,თბილისში, სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ არსებული სულ 5 თავშესაფარი ფუნქციონირებს.  თუმცა არსებობს ალტერნატივაც. თბილისში  დაახლოებით 18 კერძო თავშესაფარია რეგისტრირებული.  ამ ტიპის დაწესებულებებში მომსახურების ფასი 450  – დან 750 ლარამდე მერყეობს. გააჩნია სერვისს და ადგილმდებარეობას.
რაც შეეხება სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ თავშესაფრებს – იმ  პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა პანსიონატში ჩარიცხვის დროისათვის არ აღემატება 57 000 ქულას, გაწეული მომსახურება სრულად უფინანსდებათ. 57 001 ქულიდან 70 001 ქულამდე გაწეული მომსახურება ფინანსდება თვეში 510 ლარის ოდენობით, ხოლო ბენეფიციარი თანადაფინანსებისათვის  თვეში 90 ლარს იხდის. იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარის სარეიტინგო ქულა 70 001 დან 100 001 ქულამდეა, მომსახურება თვეში 450 ლარით ფინანსდება,ხოლო ბენეფიციარი 150 ლარს იხდის. ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან არცერთ ზემოთ აღნიშნულ კატეგორიას, მომსახურების საფასურს სრულად,ანუ 600 ლარს იხდიან.
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია იმ პირთა ასაკი ვინც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული თავშესაფრების მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს. მამაკაცის შემთხვევაში მინიმალურ ასაკად 65 ხოლო ქალის შემთხვევაში 60 წელია დადგენილი.

ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხავს არ ექვემდებარებიან პირები:

  • მწვავე ინფექციური დაავადებით;
  • ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
  • აქტიური სიფილისით;
  • კანის გადამდები დაავადებით;
  • თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით;
  • რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას.

კომენტარი