საათი, რომელიც 13 ივნისს პირველი ადამიანის დაღუპვის შესახებ 112-ში შესული ზარის დროს...

საათი, რომელიც 13 ივნისს პირველი ადამიანის დაღუპვის შესახებ 112-ში შესული ზარის დროს აჩვენებს

405
გაზიარება

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ხელნაკეთი საათის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მან ვერეს ხეობაში აღმოაჩინა. ჩანადირის თქმით, საათი ზუსტად იმ დროს აჩვენებდა, როცა 112-ში პირველი ადამიანის დაღუპვის სიგანილი შევიდა. როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, ეს საათი იმ სტიქიის მოწმეა, რომელმაც ქალაქი 300 მილიონი ლარით აზარალა და უამრავი ადამიანის დარდის მიზეზი გახდა. ჩანადირის თქმით, საათი, ასევე, მოწმეა იმისიც, თუ როგორი მაგრები არიან ქართველები მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს
“მე მახსოვს 3 წლის წინათ, 13-14 ივნისის ტრაგედია ვერეს ხეობაში.
მახსოვს დაღუპული ადამიანები, დანგრეული ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველები და მათი ბღავილი.
მე მახსოვს ის ადამიანები, რომლებიც მზიურსა და სვანიძის ქუჩაზე დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, სახელმწიფოს გვერდით დაუდგნენ.
ის ტაქსისტები მახსოვს, მოხალისეებს რომ უფასოდ ემსახურებოდნენ. ის გოგო-ბიჭები მახსოვს, მათ რომ გაჭრილ მკლავებს უხვევდნენ, წყალსა და საკვებს უნაწილებდნენ.”-წერს ფოტოგრაფი.

კომენტარი