წერეთლის გამზირის N101-ის ეზოში არსებულ ავტოფარეხებს მოსასვენებელი სივრცით ჩაანაცვლებენ

წერეთლის გამზირის N101-ის ეზოში არსებულ ავტოფარეხებს მოსასვენებელი სივრცით ჩაანაცვლებენ

91
გაზიარება

წერეთლის გამზირის N101-ის ეზოში, უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, ახალი მოსასვენენებელი სივრცე მოეწყობა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დიდუბის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე 24 ავტოფარეხის დემონტაჟს ახორციელებს. პარალელურად, „თბილსერვის ჯგუფი“ ტერიტორიას ასუფთავებს.
დემონტაჟის შემდეგ დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობასთან ერთად, სკვერის პროექტს შეადგენს, რომელშიც თითოეული მცხოვრების მოსაზრება იქნება გათვალისწინებული.
თბილისის მერიის ინიციატივის შემდეგ დიდუბის რაიონში მოსახლეობის მხრიდან ავტოფარეხების დემონტაჟის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

კომენტარი