13 ივნისს დედაქალაქის 3 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

13 ივნისს დედაქალაქის 3 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

336
გაზიარება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 13 ივნისს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც “სითი კვირას” კომპანია “თელასში” განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
სამგორის რაიონი
ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს და ხომლელის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 18 საათამდე.
საბურთალოს რაიონი
ლუკიანე თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
დიღმის სასწავლო მეურნეობის, აკაკი  გელოვანის და სიხარულიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს  – 10 საათიდან 14 საათამდე.
კრწანისის რაიონი
ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს  – 12 საათიდან 18 საათამდე.

კომენტარი