გორგასლის ქუჩასა და ევროპის მოედანს ქვეითთა გადასასვლელები შეემატა

გორგასლის ქუჩასა და ევროპის მოედანს ქვეითთა გადასასვლელები შეემატა

119
გაზიარება

გორგასლის ქუჩასა და ევროპის მოედანს ორფეროვანი – წითელ-თეთრი ქვეითთა გადასასვლელები შეემატა. სამუშაოების მსვლელობას ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა მუმლაძესთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნენ.
მამუკა მუმლაძის განცხადებით, ცივ პლასტს 3-წლიანი გარანტია აქვს. ამასთან, იგი სპეციალური შუშის ბურთულაკებით იფარება, რაც ხელოვნური განათებისას ბზინავს და მაღალ ხილვადობას უზრუნველყოფს.
ამ ეტაპზე გორგასლის ქუჩაზე სამი წითელ-თეთრი გადასასვლელი დაიხაზა და უახლოეს მომავალში მათი რიცხვი კიდევ სამით გაიზრდება. პარალელურად, მიმდინარეობს გორგასლის ქუჩის საგზაო მონიშვნების დახაზვაც.
წელს თბილისში ცივი პლასტით როგორც ორფეროვანი, ასევე, თეთრი ქვეითთა გადასასვლელები 12000 კვ.მ ფართობზე დაიხაზება.

კომენტარი