მერიამ ე.წ. წურწუმიას სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

მერიამ ე.წ. წურწუმიას სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

86
გაზიარება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა წურწუმიას ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
სკვერის ფართობი 2379 კვადრატული მეტრია. იგეგმება სარწყავი სისტემის, საპარკე ფურნიტურის, საფეხმავლო ბილიკების და ბორდიურების მოწყობა. გაკეთდება დეკორატიული ღობეები.
სკვერის ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი, ატრაქციონები  და ოთხი მემორიალი დაიდგმება.
სკვერში 100 ძირი ეონიმუსი და 100 ძირი კოწახური დაირგვება. სამუშაოები 55 სამუშაო დღეში დასრულდება.

კომენტარი