წერეთლის გამზირის N99-ში, სკვერის მოსაწყობად, დაავადებულ ხეებს ჭრიან

წერეთლის გამზირის N99-ში, სკვერის მოსაწყობად, დაავადებულ ხეებს ჭრიან

177
გაზიარება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა წერეთლის გამზირის N99-ის მიმდებარედ არსებული ხე-მცენარეების მდგომარეობა შეისწავლეს. როგორც “სითი კვირას” დიდუბის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, შეფასება ტაქსონომიურ გაზომვებსა და სპეციალისტების მიერ ვიზუალურ დაკვირვებას გულისხმოდა. შეფასების შედეგად, ტერიტორიაზე დაფიქსირდა 7 ძირი კანადური ვერხვი და 1 ძირი ალვის ხე. გადაწყდა 4 ხის მოჭრა, ხოლო დარჩენილის სხვლა-ფორმირება. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მცენარეებს აღენიშნება ღია ფუღუროები, რომლებიც დაზიანებულია მავნებლებით და დასნებოვნებულია აბედა სოკოებით. შესწავლილი მცენარეებიდან 4, მათი დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, განკურნებას არ ექვემდებარება და მოსაჭრელია. შესაბამისად, დღეს წერეთლის გამზირის N99-ის ეზოში აღნიშნული სამუშაოები დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის N99-ში, ძველი ავფტოფარეხების დემონტაჟის შედეგად, მოსასვენებელი სკვერი უნდა მოეწყოს, რომლის პროექტიც ასე გამოიყურება ⤵️

35268109_659321381082623_2665147023870656512_n

კომენტარი