ხვიჩიას N30-ის მიმდებარე სკვერში კვიპაროსის ხეები დარგეს

ხვიჩიას N30-ის მიმდებარე სკვერში კვიპაროსის ხეები დარგეს

67
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა და შპს ,,ეკოსერვის ჯგუფმა“ ხვიჩიას N30-ის მიმდებარე სკვერში სამი ძირი სამ მეტრზე მაღალი კვიპაროსის ხე დარგო.
სამსახურმა მიმდინარე წლის 11 ივნისის ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ორი მწვანე ნარგავი სამი ძირი ჰორიზონტალური კვიპაროსის ნერგით ჩაანაცვლა.
აღნიშნულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც საბურთალოს გამგეობა აწარმოებს. სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში, სარწყავი სისტემა მოეწყობა, სხვადასხვა სახეობის მარადმწვანე ნარგავი დაირგვება, რულონური ბალახი დაიგება, განათების ბოძები და ურბანული ავეჯი დამონტაჟდება.

 

კომენტარი