ოსტატის ალიყური და შილაფლავი – როგორ ხდებოდა ხელოსნად კურთხევა ტფილისში

ოსტატის ალიყური და შილაფლავი – როგორ ხდებოდა ხელოსნად კურთხევა ტფილისში

1157
გაზიარება

ძველად ხელოსანთა პროფესიონალურ ორგანიზაციას “ამქარი” ეწოდებოდა. ასეთ კავშირს “ თაბუნი” ერქვა, ზოგჯერ “ასნაფიც”. ხელოსნობის თითოეულ დარგს საკუთარი ამქარი ჰყავდა. ამ ორგანიზაციაში შეეძლო შესვლა ყველა ადგილობრივ მცხოვრებ ხელოსანს, განურჩევლად წოდებისა და ეროვნებისა.amqariქალაქის ღარიბი მოსახლეობა დიდ მნიშვნელობას აძლევდა ხელობას. ამიტომაც იყო, რომ ისინი თავიანთ მცირეწლოვან შვილებს ბალღობიდან მიაბარებდნენ ხოლმე შეგირდად რომელიმე ოსტატს. შეგირდად მიბარების ასაკი მტკიცედ იყო განსაზღვრული:  8 დან 10 წლამდე. მშობლების პირველი მიმართვა ოსტატისადმი ასე იწყებოდა: “ძვალი ჩემი, ხორცი შენი-გამიზარდე შვილი, ოსტატო.” შეგირდი, ვიდრე ქარგალი გახდებოდა, თავისი ხელობის გარდა, ასრულებდა ყოველგვარ წვრილმან საქმესაც: უფროს ოსტატებს ხელზე ემსახურებოდა, დუქანს ჰგვიდა, სადილს სახლიდან დუქანში ეზიდებოდა. ოსტატი შეგირდს მხოლოდ პურს აჭმევდა და მის ჩაცმა-დახურვაზე ზრუნავდა.
“ქარგლის” სახელწოდების მიღება თითქმის ოფიციალურად ხდებოდა: ხელოსანი  მოიწვევდა უსტაბაშს და ამქრის რამდენიმე საპატიო წევრს, შეგირდის ნახელავს შეამოწმებდნენ. თუ ნახელავი დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, ქარგლობის ხარისხი ეძლეოდა.
ახალგაზრდა ქარგლის ხელოსნად დალოცვაზე მოწვეული ჰყავდათ მღვდელიც, რომელიც დალოცვის წინ ხელოსანს ზნეობრივ დარიგებას აძლევდა, ხოლო უსტაბაში კი სამჯერ შემოჰკრავდა სილას.სილას სამჯერ არტყამდნენ: ჯერ მარჯვენა ლოყაზე, მერე მარცხენაზე და მესამედ ისევ მარჯვენაზე. უკანასკნელი სილა ყველაზე მაგარი და მწვავე უნდა ყოფილიყო.ამის შემდეგ სუფრას შემოუსხდებოდნენ და იმართებოდა ლხინი და სადილი.yarachoxeli

სუფრაზე თეფშების ნაცვლად ვაზის, ლეღვის ან კომბოსტოს ფოთლები ელაგა, ხოლო ჭიქების ნაცვლად კი თიხის ფიალები იყო ჩამწკრივებული. სუფრის გარშემო ლაპლაპებდნენ წმინდა სანთლები, რომლებიც უეჭველად ძირამდე უნდა ჩამწვარიყო.დაჰკლავდნენ საღვთოს და ამზადებდნენ შილაფლავს. ეს შილაფლავი რიგდებოდა ღარიბღატაკთა შორის და ერთ კარგ მოზრდილ ქვაბს უგზავნიდნენ პატიმრებს.
ამქრის წესდებაში აღნიშნული იყო ქვრივ-ობოლთა მოვლა-პატრონობა. ამქრის წევრები დაობლებულ ოჯახს მუდამ მზრუნველობით ეკიდებოდნენ. ქვრივს ყოველდღე მისდიოდა ხორაგი და არავინ იცოდა, თუ ვინ იყო მისი გამგზავნელი.
ამქარს ჰყავდა თავის გამგეობა, რომელსაც განაგებდა უსტაბაში (ოსტატების თავი-თავმჯდომარე), რომელსაც კენჭისყრით ირჩევდნენ. ყველა ამქარს საკუთარი დროშა ჰქონდა, რომელზედაც გამოხატული იყო გერბი, ემბლემა.  თითოეულ ამქარს თავისი მფარველი წმინდანი ჰყავდა.  მაგალითად, ხარაზების დროშაზე გამოხატული იყო ელია წინასწარმეტყველი, სირაჯებისაზე – ყურძნის მტევანი, ყასბებისაზე ყოჩი თავისი ბატკნით, ხუროებისაზე – ნოეს კიდობანი.img_6388d-small

ამქარს ჰქონდა საკუთარი წესდება. სასტიკად იყო დაცული კოლეგიალობა. არც ერთი ამქრის წევრი ხელს არ ახლებდა თავისი ამხანაგის მიერ დაწყებულ სამუშაოს.

გამოყენებული მასალა : თბილისის ჰამქარი

კომენტარი