გორგასალის მე-4 შესახვევში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

გორგასალის მე-4 შესახვევში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

163
გაზიარება

კრწანისის რაიონში, გორგასალის მე-4 შესახვევში, N77-ის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
1750 კვ.მ-ზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება, 200 კვ.მ-ზე კი, ტროტუარი ეწყობა. საგზაო სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო.
სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „მაგისტრალი“ მიმდინარე კვირის ბოლოს დაასრულებს.

კომენტარი