ვარკეთილში 2 სპორტული მოედნის ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

ვარკეთილში 2 სპორტული მოედნის ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

87
გაზიარება

სამგორის რაიონის სხვადასხვა მისამართზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ვარკეთილი 3-ში ორი სპორტული მოედანი ეწყობა.
მეორე მიკრორაიონის N9 კორპუსის მიმდებარედ, ბეტონის საფუძველი უკვე დაიგო და ლითონის მავთულბადიანი ღობე დამონტაჟდა. 580 კვ.მ ფართობის მოედნის მოწყობა მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მეოთხე მიკრორაიონის N414 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაიწყო, სადაც 240 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანი ეწყობა.
სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებს. ვარკეთილი 3-ში მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა გულედანი გაეცნო.

კომენტარი