წყნეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს

წყნეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს

124
გაზიარება

წყნეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურა აფხაზეთის N22-ში, გურამიშვილის N15-ში, დიდგორის I ჩიხში და რუსთაველის I შესახვევში მოწესრიგდება, სადაც სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. ასფალტის საფარი 3270მ2 ფართობზე დაიგება.
გზის საფარი დანარჩენ მისამართებზეც განახლდება, სადაც ასფალტი დაიგება. სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური.
საგზაო პროექტების გარდა, წყნეთში, კოსტავას N48-ში დამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 50 მეტრის სიგრძისა და ოთხ მეტრამდე სიმაღლის გრუნტის დამჭერი კედელი აშენდება.

კომენტარი