ტრანსფორმაცია თუ ლოკაციის შეცვლა – რა ელის ელიავას ბაზრობას

ტრანსფორმაცია თუ ლოკაციის შეცვლა – რა ელის ელიავას ბაზრობას

266
გაზიარება

ის, რომ ელიავას ბაზრობის არსებული ფორმით ფუნქციონირება დიდხანს აღარ გაგრძელდება, ფაქტობრივად გადაწყვეტილია. თბილისი მერის კახა  კალაძეს განცხადებით, ელიავას ბაზრობამ ან ლოკაცია უნდა შეიცვალოს ან თანამედროვე დახურულ სავაჭრო ცენტრად უნდა ტრანსფორმირდეს.
ანალოგიური პოზიცია აქვთ თბილისის გენგეგმის ავტორებს „სიტი ინსტიტუტშიც“.  მამუკა სალუქვაძის განცხადებით, ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებული სიტუაცია უნდა შეიცვალოს, თუმცა როგორ, ეს მსჯელობის საგანია. ელიავას ბაზრობისათვის ლოკაციის შეცვლის აუცილობლობაზე საუბრობენ ეკოლოგებიც. მათი თქმით,  სამშენებლო პროდუქციის დიდი ნაწილი ( ქვიშა, ცემენტი არმატურა…) რომელიც ელიავას ბაზრობაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდება ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის. ეკოლოგების განცხადებით, პრობლემაა იმ ავტომობილების გამონაბოლქვიც რომლებიც ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.
რაც შეეხება ბაზრობის მეპატრონეებს და ადგილობრივ მოვაჭრეებს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბაზრობის გადატანას ეწინააღმდეგება,თუმცა აღიარებენ,რომ არსებული ფორმით ბაზრობის შენარჩუნება დაუშვებელია.  ცნობილია, რომ ბაზრობის ადმინისტრაციას მზად აქვს პროექტი,რომელზეც არქიტექტორმა,გოგი სულაბერიძემ იმუშავა და რომელიც  60 000 კვადრატულ მეტრზე, როგორც მოვაჭრეებისთვის განკუთვნილ შენობა ნაგებობების, ასევე გამწვანებასა და დასასვენებელი სივრცის მოწყობას გულისხმობს.
ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნულ პროექტს მერიის არქტექტურის სამსახურშიც იცნობენ. თუმცა ცნობილია ისიც,რომ  სულაბერიძის მიერ მომზადებულ პოექტთან დაკავშირებით, გენგეგმის ჯგუფს და არქიტექტურული წრეების წარმომადგენლებს სერიოზული შენიშვნები აქვთ.
როგორც გუშინ კახა ლალაძემ 1 არხს განუცხადა, ახლო მომავალში იგეგმება შეხვედრა ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციასთან და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მას შემდეგ იქნება მიღებული. შეგახსენებთ, რომ ელიავას ბაზრობა კერძო საკუთრებაა და იქ დაახლოებით 12 ათასი მოვაჭრეა დასაქმებული.

კომენტარი