აუზი კორპუსის ეზოში – როცა სიცხეს ამარცხებ

აუზი კორპუსის ეზოში – როცა სიცხეს ამარცხებ

7611
გაზიარება

სოფელ დიღომში, ე.წ ტოიოტას დასახლებაში, პაატა ჯანიაშვილის 27-ში ერთ-ერთმა ადგილობრივმა, დიმიტრი ტატიშვილმა, ზაფხულის ცხელი დღეების ფონზე, მშვენიერი გადაწყვეტილება მიიღო და ეზოში კარკასული აუზი განათავსა. 😎
როგორც ამ კეთილშობილური იდეის ავტორი (იდეა განსაკუთრებით კეთილშობილური ხდება, როდესაც თერმომეტრი 40 გრადუსს აჩვენებს🌞) განმარტავს, ძალიან მყარ და უსაფრთხო აუზს ღამის 3 საათამდე აწყობდნენ. შემდეგ ბავშვების რეაქციას დაელოდნენ, რომელმაც, ცხადია, იმედი არ გაუცრუათ და მოსახლეობა, დიდიან-პატარიანად, დილის სიურპირზს სიხარულით შეხვდა.✌️
“მინდოდა, მქონოდა აუზი. ვიყიდე და დავდგი”- აღნიშნავს დიმიტრი.
რაც მთავარია, აუზი ეზოში იქამდე იქნება, სანამ ბავშვებს ენდომებათ.
დიმიტრის ინიციატივას სიხარულით შეხვდა კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ნათია ჩაჩავაც.
“მე ძალიან გამიხარდა, მესიამოვნა და კიდევ ერთხელ დავიჯერე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უანგაროდ აკეთებენ სიკეთეს, სხვებს ანიჭებენ სიხარულს და რაც მთავარია, მოქალაქეობრივი შეგნება აქვთ”,- აღნიშნავს ის.

კომენტარი