ს. ცინცაძის ქუჩის N42-ის მიმდებარედ არსებული სკვერი რეაბილიტირდება

ს. ცინცაძის ქუჩის N42-ის მიმდებარედ არსებული სკვერი რეაბილიტირდება

408
გაზიარება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ს. ცინცაძის ქუჩის N42-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
სკვერში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ფურნიტურას, მოეწყობა ქვიშის მოედანი და საფეხმავლო ბილიკები. ასევე, საბავშვო გასართობ ატრაქციონთან დაიგება კაუჩუკის საფარი.
რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება სკვერის გამწვანება და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მერქნიანი მცენარე.

კომენტარი