თბილისს ახალი გენერალური გეგმა აქვს

თბილისს ახალი გენერალური გეგმა აქვს

7286
გაზიარება

დედაქალაქის ხელმძღვანელობამ თბილისის მიწათსარგებლობის  გენერალური გეგმა მიიღო. ამიერიდან, მომავალი 13 წლის განმავლობაში, დედაქალაქის განვითარების კონცეპტუალურ საკითხებს სწორედ “სითი ინსტიტუტი საქართველოს” მიერ შემუშავებული გეგმა განსაზღვრავს.
შეგახენებთ, რომ გენგეგმის მიღების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. თბილისის ხელმძღვანელობამ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისგან, გეგმის სრულყოფისთვის, კონკრეტული მექანიზმების დაზუსტება მოითხოვა, რომლებიც მისი აღსრულების ეტაპზე იქნება საჭირო. რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად თბილისს უკვე აქვს გენერალური გეგმა, რომელიც მრავალ აქტუალურ საკითხს მოიცავს და 2030 წლამდე მნიშვნელოვან მიმართულებებს დაარეგულირებს.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განცხადებით, გეგნგეგმის ჯგუფი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერიას კონსულტაციები გაუწიოს და მაქსიმალურად დაეხმაროს განახლებული გენგეგმით განსაზღვრული გადაწყვეტების განხორციელებაში.
ახალ გენერალურ გეგმას თბილისის საკრებულო უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.

კომენტარი