მამუკა სალუქვაძე: ელიავას ბაზრობის ტერიტორიას მომავალი ჩარჩო – გეგმა განსაზღვრავს

მამუკა სალუქვაძე: ელიავას ბაზრობის ტერიტორიას მომავალი ჩარჩო – გეგმა განსაზღვრავს

90
გაზიარება

„მომავალი ჩარჩო-გეგმა განსაზღვრავს ელიავას ბაზრობის და მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების პერსპექტივას“, – ამის შესახებ “სითი ინსტიტუტის” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ჩარჩო-გეგმით განისაზღვრება, სად იქნება რეკრეაციული, საპარკო არეალები, დარჩება თუ არა სავაჭრო ობიექტი და რა სახით იქნება წარმოდგენილი.
„ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, აგლაძის ქუჩის განაშენიანების პერსპექტივა – ეს იქნება ერთიანი ხედვა ამ ტერიტორიის, არეალის რეგულირებისა, სადაც უპირატესობა რეკრეაციასა და გამწვანებას მიენიჭება“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, მოეწყობა თუ არა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკი, ასე ცალსახად, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც სალუქვაძემ განაცხადა, ჩარჩო – გეგმით იქნება განსაზღვრული სად იქნება რეკრეაციული ზონა და სად რა სახით მოხდება ბაზრობის ტერიტორიის შენარჩუნება.
„ჩარჩო-გეგმა გადაწყვეტს და შეისწავლის ყველა იმ საკითხს რომელიც ამ ტერიტორიისთვის არის საჭირბოროტო, იქ არის კერძო საკუთრებები, სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემები, ასევე საინჟინრო ინფრასტრუქტურული კუთხით პრობლემები, ყველაფერი ეს იქნება შესწავლილი, განხილული და შემდეგ აისახება ჩარო-გეგმაში მათ შორის ლოკაციები, სად იქნება რეკრეაცია, გამწვანება, სავაჭრო ტერიტორია თუ დარჩა. ეს შეიძლება იყოს შერეული. ან იგივე რა ბედი ეწევათ იმ საამქროებს, რომელიც აგალიძის ქუჩაზეა განთავსებელი და მაცხოვრებელებს გარკვეულ პრობლემებს უქმნით. მოხდება ამ ყველაფრის შესწავლა, მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილება,  იქნება მერიასთან შეთანხმებული და ერთიანი პოზიციით დაიდება დოკუმენტი, რომელიც ამ ტერიტორიის ბედს განსაზღვრავს”, – აცხადებს სალუქვაძე.

კომენტარი