აღმაშენებლის ხეივანში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

აღმაშენებლის ხეივანში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

105
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე 9 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ავტომანქანა დაილუქა, ადგილზე შედგა აქტი, დოკუმენტაცია და საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაეგზავნა.

36933750_2486998457981224_6071776342729293824_n

კომენტარი