I კვარტალში თბილისში 800 000-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა

I კვარტალში თბილისში 800 000-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა

86
გაზიარება

forbes.ge-ს ინფორმაციით, 2018 წლის I კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 1 582 382 ვიზიტი დაფიქსირდა, რომელთა 51%-საც ქვეყნის დედაქალაქმა, თბილისმა უმასპინძლა. საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში, ჯამურად, 1.4 მილიარდი ლარი დახარჯეს, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 1 060 ლარი შეადგინა. გამოცემის ცნობით, ვიზიტორებმა ყველაზე მეტი ფული საკვებზე, სასმელსა და განთავსების საშუალებებზე დახარჯეს.

რაც შეეხება იმ რეგიონთა და ქვეყნებთა სიას, რომელთა წარმომადგენლები საქართველოში ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ, ასე გამოიყურება:

რეზიდენტობის ქვეყანა
საშუალო დანახარჯი (ლარი)
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა
2 461
სხვა ქვეყნები
2 118
სხვა ევროპა
1 529
რუსეთი
1 337
თურქეთი
1 189
სომხეთი
562
აზერბაიჯანი
401

კომენტარი