გადაწყვეტილება მიღებულია – ტაქსების ლიცენზირება თბილისში 1 ოქტომბრიდან იწყება

გადაწყვეტილება მიღებულია – ტაქსების ლიცენზირება თბილისში 1 ოქტომბრიდან იწყება

6580
გაზიარება

1 ოქტომბრიდან თბილისში არსებული ტაქსების ლიცენზირება იწყება.ახალი წესის მიხედვით, ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა და ავტომობილში სპეციალური საინფორმაციო ტაბლოს განთავსების მოუწევთ. ტაბლოზე მითითებული იქნება მძღოლის ვინაობა და ასევე მისი ტელეფონის ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი კომპანიას წარმოადგენს ტაბლოზე მითითებული იქნება კომპანიის მონაცემები და მძღოლის ბარათი.აუცილებელი ხდება ტაქსომეტრის დამონტჟება. ტაქსები მგზავრებს ერთიანი ტარიფით მოემსახურებიან.
ის მძღოლები, რომლებიც ულიცენზიოდ “იტაქსავებენ” 200 ლარით დაჯარიმდებიან. ტაქსების კონტროლზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება.
ამ დროისთვის ზუსტად არაა განსაზღვრული თუ რა ეღირება ლიცენზია, თუმცა მერიის ინფორმაციით მისი ფასი 50 ან 100 ლარი იქნება.
სპეციალისტების გათვლებით, თბილისში ყოველდღიურად დაახლოებით 30,000 ტაქსი გადაადგილდება, თუ თითოეულ მათგანს 50 ლარის გადახდა მოუწევს, მერია ახალი ლიცენზიის მეშვეობით წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს.
ლიცენზირებასთან ერთად ტაქსებს ტექდათვალიერების გავლაც მოუწევთ.

კომენტარი