დავით უთმელიძე: ოპონენტებმა გენგეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები ვერ წარმოადგინეს

დავით უთმელიძე: ოპონენტებმა გენგეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები ვერ წარმოადგინეს

418
გაზიარება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართულო ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა არსებითი შენიშვნები და მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.
„ჩვენმა ოპონენტებმა ვერ წარმოადგინეს კონკრეტულად გენგეგმასთან დაკავშირებით რაიმე ხარვეზები და შენიშვნები. მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და დოკუმენტის გვერდების რაოდენობაზე საუბრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კარგ დოკუმენტზე ვმუშაობთ, რაც ჩანასახშივე ჩანს,“- განაცხადა დავით უთმელიძემ.
მან ოპოზიციას მიმართა და განუმარტა, რომ გენერალური გეგმის დოკუმენტს დეტალურად გაეცნონ და ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს.

კომენტარი