თბილისის 5 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისის 5 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

133
გაზიარება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10 ივლისს თბილისის 5 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც “სითი კვირას” კომპანია “თელასში” განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
კრწანისის რაიონი
სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, კოლმეურნეობის მოედნის, გულბანის და ვეკუას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
ჩუღურეთის რაიონი
აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების  მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე.
ნაძალადევის რაიონი
გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 17 საათამდე.
ისნის რაიონი
ბოჭორმის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 17 საათამდე.
საბურთალოს რაიონი
ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ზაქარიაძის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 16 საათამდე.

კომენტარი