თბილისს სექტემბრიდან 9 ახალი ბაგა-ბაღი შეემატება

თბილისს სექტემბრიდან 9 ახალი ბაგა-ბაღი შეემატება

565
გაზიარება

თბილისში სექტემბრიდან საჯარო ბაგა-ბაღების რაოდენობა 180-მდე გაიზრდება – დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო 2 მოქმედ ბაღს ახალი კორპუსი შეემატება.
ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი დასრულებულია. ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ნუცუბიძის პლატოს მე-4 მიკრორაიონსა და ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე აშენებულ ბაგა-ბაღებში. 2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება ბაღების ტერიტორიაზე სათამაშო მოედნებისა და ეზოების კეთილმოწყობაც.
ახალ ბაღებს უკვე მიენიჭა ნომრები. შესაბამისად, 18 ივნისიდან მიმდინარეობს აღსაზრდელთა რეგისტრაცია.
ახალი ბაღების ნომრებია:

  • N49 –  ნაძალადევის რაიონი, გარეჯის ქუჩის მიმდებარედ;
  • N67 –  საბურთალოს რაიონი, სოფელი დიღომი, მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩა;
  • N73 – საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის  მე-3 მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
  • N53 – გლდანის რაიონი, სოფელი გლდანი, მაყვალა მრევლიშვილის ქუჩა;
  • N57-  გლდანის მე-3ა მ/რ, 24-ე კორპუსის მიმდებარედ
  • N44 –  ვაკის რაიონი, ნუცუბიძის პლატო, მე-4 მ/რ, 27-ე კორპუსის მიმდებარედ;
  • N118 -ვაკის რაიონი, წყნეთი, სოხუმის ქუჩა N49-ის მიმდებარედ;
  • N38 – დიდუბის რაიონი, ზუგდიდის ქუჩა N3;
  • N68 – ჩუღურეთის რაიონი, პალიასტომის ქუჩაზე N1.

კომენტარი