რა ელის მზიურის პარკში არსებულ მივიწყებულ შენობას – პროექტი უკვე მზადაა

რა ელის მზიურის პარკში არსებულ მივიწყებულ შენობას – პროექტი უკვე მზადაა

91
გაზიარება

ბოლო 2 წლის მანძილზე “მზიურის პარკში” უკეთესობისკენ არაერთი რამ შეიცვალა, რის შედეგადაც ეს ტერიტორია მოსახლეობისთვის დროის გატარებისა და დასვენების უფრო მეტად სასურველ სივრცედ გადაიქცა. ამჯერად “მზიურში” ერთ-ერთი მივიწყებული, თუმცა განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე შენობის განახლებას აპირებენ. შენობას წლების წინ თბილისის ერთი უბანი მეორესთან საბაგირო გზით უნდა დაეკავშირებინა, თუმცა, უკვე დიდი ხანია, მან პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და ნაგავსაყრელად გადაიქცა. როგორც “ახალი მზიურის” ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული, ამ ობიექტმა დემონტაჟის ნაცვლად მისი პირველადი,
დამაკავშირებელი ფუნქცია უნდა დაიბრუნოს და ამჯერად ხელოვნებისა და ადამიანების გამაერთიანებელ სივრცედ იქცეს.
“ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმა, რომელიც გულისხმობს:

  • ნაგებობის ზედა ნაწილში კულტურისა და ხელოვნების მიმართულების
    მედიათეკის მოწყობას;
  • კონცეპტუალური სამუშაო გარემოს შექმნას არტისტებისა და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის;
  • შენობის მიწისქვეშა სივრცის თანამედროვე და მინიმალისტურ საგამოფენო გალერეად მოწყობა, რომელიც ღია იქნება სახელოვნებო და შემოქმედებითი აქტივობებისათვის და ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას.

1

მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეს კულტურული სივრცე დამატებით ფუნქციურ დატვირთვას მიანიჭებს მზიურის პარკს და თბილისელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის ახალ სავიზიტო ლოკაციად იქცევა.
სამწუხაროდ, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი რეკრეაციული ზონა დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშეა. ქალაქის განვითარება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ამის საუკეთესო მაგალითია მზიურის იდეის ავტორი, ნოდარ დუმბაძე, რომელსაც წელს 90 წელი შეუსრულდებოდა.
მზად ვართ ნებისმიერი სახის კომუნიკაციისათვის და ველით თქვენს მოსაზრებებს!”- ნათქვამია ფეისბუქპოსტში.
პროექტის 3D ვიზუალიზაციის სრული ვერსიის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე: 
 http://wasso.de/mziuri/ )

3 2

კომენტარი