რეკლამა ძველტფილისურად – ვენაცვალე იმას ვინც ღვინო აკრძალა

რეკლამა ძველტფილისურად – ვენაცვალე იმას ვინც ღვინო აკრძალა

216
გაზიარება
ვენაცვალე იმას ვინც ღვინო აკრძალა, პირძაღლი ვიყო თუ აწი მე მის სმას დაუბრუნდე. თვალები ახლა ამეხილა! ჰაი დედასა სად ვიყავ აქამდი, რამდენი ფული გავფლაგე იმ „პადვლებში“ ქეიფობით, რამდენჯერ ცხარე ცრემლით ვიტირე ცოლშვილი. რამდენი აყალ-მაყალი ამიტეხია, რამდენჯერ მცემეს და ვირის აბანოში ჩამსვეს, ამეებს ვინ მოსთვლის.
01_full-640x422აი, ხედავთ საწყალ სერგუას? ოსტატი კაცი ღვინის სმამ როგორ დაღუპა, რუსის „ბასიაკათ გახადა. მე კი ღმერთმა დიდი დღე მისცეს ლაღიძეს, ვსვამ მხოლოდ მისი ქარხნის წყალს, ეს ლიმონიაო, ეს ფორთოხალიაო, ეს მარწყვიაო, ყველა ერთი მეორეზე უკეთესი, ბროლივით ანკარა, ვარდზე უფრო სურნელოვანი და თაფლზე გემრიელი. არც თავს გატკენს, არც გულს და არც ჯიბეს.
ფხიზლათაც ვარ და ჯანსაღათაც, არც ვინმეს ვცემ და აღარც მე მცემენ – ეკონომიაა რაღა! [1915 წ.]
წყარო:ძველი ქართული რეკლამა • კარიკატურა

 

კომენტარი