თბილისის ზღვაზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

თბილისის ზღვაზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

144
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ჯგუფი თბილისის ზღვაზე გავიდა, სადაც მოქალაქე სახლართი ტიპის ბადით ახდენდა თევზჭერას.
დაილუქა სახლართი ბადე და გასაბერი ნავი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.

კომენტარი