მსოფლიოს ყველაზე უცნაური ქალაქები და მათი უცნაური მაცხოვრებლები (ფოტოკოლაჟი)

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ქალაქები და მათი უცნაური მაცხოვრებლები (ფოტოკოლაჟი)

279
გაზიარება

კეთილი იყოს თქვენი ფეხი „მოხუცთა დისნეილენდში“,  ანუ  ვილიჯისში. ეს ქალაქი ფლორიდის შტატში მდებარეობს და მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ასაკი 55 წელს აღემატება. ქალაქი იმითაცაა გამორჩეული, რომ იქ ვენერიული დაავადებები პიკს აღწევს და ვიაგრა ყველაზე პოპულარული წამალია. ეს ალბათ არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქალაქში ერთ პენსიონერ მამაკაცზე 10 ქალი მოდის.
ქალაქში მხოლოდ სპეციალური, გოლფის მოედნების ავტომობილებით გადაადგილდებიან და როგორც თვითმხილველები ყვებიან, ხშირია შემთხვევა, როცა ორი ხანშიშესული მამაკაცი, სასურველი ქალის გულის მონადირებას ხელჩართული ჩხუბით ცდილობს.  ვილიჯინსში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს და როგორც ამბობენ, მისი მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდება.

მანშიატ – ნასირა ეგვიპტეში, კაიროდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარეობს. „მენაგვეთა ქაალაქი“- ასე ქვია დასახლებულ პუნქტს, რომლის მცხოვრებთა ერთადერთი საქმიანობა ნაგვის შეგროვება და მისი უტილიზაციაა. ქალაქი მთლიანად ნაგვის გორებითაა დაფარული და როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აქაურებს ნაგვის დახარისხება ბევრად უკეთ გამოსდით, ვიდრე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანას. ქალაქში 60 ათასი კაცი ცხოვრობს და როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყველა მათგანი ნარჩენების შეგროვება-უტილიზაციითაა დაკავებული.

ქუბერ-პედი ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილში, ადელაიდადან 850 კილომეტრში მდებარეობს. ქუბერ-პედი ადგილობრივი აბორიგენების ენაზე „თეთრი ადამიანის ხვრელს“ ნიშნავს. ქალაქი 1915 წელს დააარსეს. მიზეზი იქვე ახლოს მდებარე ოპალის საბადოები გახდა. 51-გარადუსიანი სიცხისგან თავი რომ დაეღწიათ, ადგილობრივებმა მარტივ ხერხს მიაგნეს. სახლების აშენება მიწის ქვეშ, ყოფილ შახტებში დაიწყეს. აქაურ „აპარტამენტებში“ ჰაერის ტემპერატურა მუდმივად 18 გრადუსია და კონდიციონერის გარეშეც თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობ. ქალაქს მიწისქვეშეთში აქვს საკუთარი ეკლესია, სუპერმარკეტი, გასართობი ცენტრი და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროც. ქალაქში მუდმივად დაახლოებით 5 ათასი კაცი ცხოვრობს.

შაფშაუენი მაროკოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება. ქალაქი ფაქტობრივად, მთლიანად ცისფრად არის შეღებილი და ტურისტებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქალაქის ცისფრად გაფერადებას ებრაელ დევნილებს უკავშირებენ, რომლებიც აქ 1930 წელს გადმოსახლდნენ. ქალაქში დაახლოებით 200 სასტუმრო ფუნქციონირებს და მაროკოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ითვლება.

 

 

კომენტარი