რომელ ადგილებს შეეცვლებათ სახელი თბილისში?

რომელ ადგილებს შეეცვლებათ სახელი თბილისში?

237
გაზიარება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქში მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩას, შესახვევსა და ჩიხს სახელდება მანიჭეს. სხდომაზე მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლების III მ/რაიონში არსებული უსახელო პარკისთვის ოკუპაციის მსხვერპლთა სახელის მინიჭების შესახებ;
2. ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი მუხაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ ;
3. „ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, გაგარინის II შესახვევისთვის მელიტონ ქანთარიას სახელის მინიჭების შესახებ“ 2006 წლის 12 ივლისის N72 დადგენილების არარად გამოცხადების შესახებ;
4. ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მელიტონ ქანთარიას სახელის მინიჭების შესახებ;
5. ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ჯამბულ წურწუმიას ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის ჯამბულ წურწუმიას III და IV შესახვევების სახელის მინიჭების შესახებ;
6. ქ. თბილისში, გლდანის რაიონში საზანოს ქუჩის გაგრძელების შესახებ;
7. ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, სპირიდონ ვირსალაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
8. ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, სოფ. ფონიჭალაში, ბათუმის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ბათუმის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;
9. ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, დიდგორის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
10. ქ. თბილისში, ისნის რაიონში, II ქუჩის II გასასვლელისთვის პაატა ჯანელიძის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;
11. ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ნუშის ბაღების ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ნუშის ბაღების I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
12. ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ჭრებალოს ქუჩის გაგრძელების და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის ჭრებალოს სახელის მინიჭების შესახებ;
13. ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, სოფ. ნასაგურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შვიდი შესახვევისთვის ბროწეულას სახელის მინიჭების შესახებ;
14. ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ტაძრის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ტაძრის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ;
15. ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი ბაქრაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული გასასვლელისთვის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიგა მანჯავიძის სახელის მინიჭების შესახებ;
16. ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების ქარხანასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის ავიაკონსტრუქტორის მიხეილ გრიგორაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
17. ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მამუკა ბუცხრიკიძის სახელის მინიჭების შესახებ;
18. ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გენერალ-მაიორის პაატა დათუაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
19. ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობაში, გუდამაყრის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
20. ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის ქედის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერის ირაკლი თოიძის სახელის მინიჭების შესახებ;

21. ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ;
22. ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობაში რაჭის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული ოთხი უსახელო შესახვევისთვის რაჭის სახელის მინიჭების შესახებ;
23. ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, შალვა დოლიძის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
24. ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის ქედის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის თამაზ ძიძიგურის სახელის მინიჭების შესახებ;
25. ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის ქედის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ იოსებ კვაჭაძის სახელის მინიჭების შესახებ;
26. ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ვლადიმერ წითლანაძის ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ცოლიკაურის სახელის მინიჭების შესახებ;
27. ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, რევაზ სირაძის ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის საბატონოს სახელის მინიჭების შესახებ;
28. ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, ე.წ. III ხევნის ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ბადაგის სახელის მინიჭების შესახებ;
29. ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, ე.წ. ახალი ხეივნის ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის უსახელოურის სახელის მინიჭების შესახებ;
30. ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, ე.წ. დიდი ხეივნის ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის დიდი ხეივნის სახელის მინიჭების შესახებ;
31. ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, გია გულუას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის რევმატოლოგის, აკადემიკოს ვლადიმერ წითლანაძის სახელის მინიჭების შესახებ;
32. ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, თაბორის მთის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის თაბორის მთის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ;
33. ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ე.წ. ნატბეურების დასახლებაში უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის ნატბეურების სახელის მინიჭების შესახებ;
34. ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ფაზისისა და კოლხეთის ქუჩებთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის დიოსკურიას სახელის მინიჭების შესახებ;
35. ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და ერთი შესახვევისთვის რქაწითელის სახელის მინიჭების შესახებ.

კომენტარი