11 ივლისს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

11 ივლისს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

89
გაზიარება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11 ივლისს დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც “სითი კვირას” კომპანია “თელასში” განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
კრწანისის რაიონი
სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების,  ფონიჭალის III მიკრორაიონის, გარდაბნის გზატკეცილის, სვანების დასახლების, ანდრო ჟორდანიას, ლომინაძის, სურგულაძის და გულბანის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
ჩუღურეთის რაიონი
შურდულის, კუმისის, ანთელავას, შალვა მჭედლიშვილის და თოიძის ქუჩების  მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე.
აღმაშენებლის გამზირის და კიევის ქუჩის მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 12 საათამდე.
ისნის რაიონი
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 18 საათამდე.
საბურთალოს რაიონი
ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, შავგულიძის, პეტრე ქავთარაძის, შალვა ნუცუბიძის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს – 01 საათიდან 02 საათამდე;
პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ზურაბ ჟვანიას მოედნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის,  დიღმის სასწავლო მეურნეობის, გრიგოლ ფერაძის,  ბუდაპეშტის, ონიაშვილის, გაგარინის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
საირმის გორის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ),  ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ),  ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის, ელგუჯა ამაშუკელის, ტირიფების, თუთის, ტაშკენტის, ინტენსიფიკაციის, ლისის, მუხის, ამბროლაურის, ქართველიშვილის, საირმის, საბურთალოს, ცაგარელის, ვასო გოძიაშვილის, ოთარ ჭილაძის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე.
ნაძალადევის რაიონი
გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 17 საათამდე.
დიდუბის რაიონი
აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და დავით ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 13 საათამდე.

კომენტარი