ავთანდილ ცინცაძე ბავშვთა ჰოსპისს – „ციცინათელების ქვეყანა“ – ეწვია

ავთანდილ ცინცაძე ბავშვთა ჰოსპისს – „ციცინათელების ქვეყანა“ – ეწვია

258
გაზიარება

თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ბავშვთა ჰოსპისში – „ციცინათელების ქვეყანა“ – იმყოფებოდა, რომელსაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ეტლი და საჩუქრები გადასცა.
მაჟორიტარი დეპუტატი ადგილზე გაეცნო ჰოსპისის მუშაობას. სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა მახათაძემ მას დაათვალიერებინა პალიატალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ყველა სერვისი, რომელიც ჰოსპისში არსებობს.
ავთანდილ ცინცაძემ ცენტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და ყველა პრობლემურ საკითხში დახმარებას დაჰპირდა. მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ჰოსპისში საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ბავშვთა ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა” 0-18 წლამდე ბავშვებისთვის პალიატიურ მზრუნველობას ეწევა. ჰოსპისი 3 მიმართულებით მუშაობს: 1. სტაციონარი 24 საათი; 2. შინ ზრუნვა 3. დღის ცენტრი. ცენტრის  მიზანია უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა და მათი ოჯახის წევრების თანადგომა. ამჟამად ცენტრში დარეგისტრირებულია 50 ბავშვი. ჰოსპისი შემოწირულობების საშუალებით მუშაობს.

კომენტარი