მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ქალაქები – რეიტინგს მექსიკური ლოს-კაბოსი ლიდერობს

მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ქალაქები – რეიტინგს მექსიკური ლოს-კაბოსი ლიდერობს

293
გაზიარება

 

საერთაშორისო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი უსაფრთხოების და კრიმინალური იუსტიციის სამოქალაქო საბჭოს“ ექსპერტებმა მსოფლიოს ყველაზე საშიში და კრიმინალური ქალაქების ათეული გამოაქვეყნეს.
2018 წლის რეიტინგში პირველ ადგილზე მექსიკური ლოს -კაბოსი გავიდა. 111 მკვლელობა 1000 მოსახლეზე, ასეთია სტატისტიკა, რომელიც ამ მექსიკურ ქალაქს უკავშირდება. მეორე ადგილზე ვენესუელას დედაქალაქი კარაკასია. მესამეზე ისევ მექსიკური აკაპუკო. საერთო ჯამში, სახიფათო ქალაქების ჩამონათვალში მსოფლიოს 50 ქალაქი მოხვდა.  დიდი უმეტესობა ამ ქალაქებიდან ბრაზილიაში და მექსიკაში მდებარეობს. სახიფათო და კრიმინალური ქალაქების ჩამონათვალში 17 ბრაზილიაში, ხოლო 12 მექსიკაში მდებარეობს.
ცოტა ხნით ადრე International SOS-მა სამოგზაუროდ ყველაზე სახიფათო ქვეყნების სია გამოაქვეყნა. სიაში პირველ ადგილზე სირია გავიდა. შემდეგ მოდის ერაყი, ავღანეთი, მალი, ლივია, სამხრეთ სუდანი, იემენი და სომალი.

კომენტარი