საბურთალოს რაიონში, 2 მისამართზე სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, 2 მისამართზე სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა

137
გაზიარება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. ტაშკენტის შესახვევში, N4 კორპუსის ბრტყელი სახურავის, ხოლო ისაკაძის N12-ში ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა.
ამ დროისთვის სახურავი ცხრა მისამართზე შეკეთდა. პროექტების ჯამური ღირებულება 84 387 ლარს შეადგენს.
ყაზბეგის გამზირის N41-სა და იოსელიანის ქ. N37-ში სადარბაზოების რემონტი მიმდინარეობს. პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 106 800 ლარით დაფინანსდა.

კომენტარი