1-ელი ნოემბრიდან ტაქსების უნებართვოდ საქმიანობა დასჯადი ხდება

1-ელი ნოემბრიდან ტაქსების უნებართვოდ საქმიანობა დასჯადი ხდება

60
გაზიარება

მაია ბითაძის განცხადებით,2018 წლის 1-ელი ნოემბრიდან ტაქსების უნებართვოდ საქმიანობა დასჯადი ხდება. როგორც  თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 2019 წლის ბოლოდან ამოქმედდება ტაქსების ერთიან ვიზუალთან დაკავშირებული მოთხოვნებიც.
“ტაქსების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი  ძალაშია შესული და 1-ელი ნოემბრიდან უნებართვოდ საქმიანობა იქნება დასჯადი. ვფიქრობთ, რომ მომავალი კვირის ბოლოს საკრებულოში განსახილველად გავაგზავნით იმ დოკუმენტს, რომელიც ტაქსების კომპანიების, ბიზნესომბუდსმენის და შესაბამისი პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ტაქსების რეგულირების პირველ ეტაპს. დაახლოებით 50-დან 100 ლარამდე ეღირება ჰიბრიდულ და ჩვეულებრივ ავტომობილებზე ერთჯერადი ტაქსის ნებართვა, რომელიც მძღოლმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს. ოქტომბერში დაზუსტდება, თუ რა მოეთხოვებათ მძღოლებს 2019 წლის ბოლოდან. საუბარია ერთიან ვიზუალზე, ფერსა და მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე,”- განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარი