14 ივლისს ცნობილი კონომცოდნის, ტატა თვალჭრელიძის სახელობის ქუჩა გაიხსნება

14 ივლისს ცნობილი კონომცოდნის, ტატა თვალჭრელიძის სახელობის ქუჩა გაიხსნება

130
გაზიარება

ხვალ, 14 ივლისს, 11:00 საათზე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ორგანიზებით, ფერმწერთა ქუჩის მიმდებარედ ცნობილი კონომცოდნის, ტატა თვალჭრელიძის სახელობის ქუჩა გაიხსნება.
ქუჩას სახელი თბილისის საკრებულოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიენიჭა. მემორანდუმი ქალაქის ურბანულ საკითხებში გენდერული პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. მემორანდუმის მიხედვით, თბილისში არსებულ 50 ქუჩას იმ ქართველ ქალთა სახელები მიენიჭა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კომენტარი