ზღვის უბნის მე-10ა კვარტალში N41 კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება

ზღვის უბნის მე-10ა კვარტალში N41 კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება

88
გაზიარება

ზღვის უბნის მე-10ა კვარტალში N41 კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის ფარგლებში, ექვსი საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდა და წყალარინების მილები 206 გრძივ მეტრზე იცვლება. კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
აღნიშნულ კორპუსში 72 ოჯახი ცხოვრობს. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 31 400 ლარი გამოიყოფა.

კომენტარი