ისანში პროექტების განხორციელება შვიდ მისამართზე დაიწყება

ისანში პროექტების განხორციელება შვიდ მისამართზე დაიწყება

257
გაზიარება

ისნის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით, შვიდ მისამართზე დაიწყება.
სამუშოების ფარგლებში, განხორციელდება:

  • დოდაშვილის ქუჩაზე N 20ა-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბრტყელი სახურავის შეცვლა;
  • წითელწყაროს I შესახვევის, N 1/14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია;
  • ქ.წამებულის გამზირის N 82 და ვაზისუბნის II მიკრორაიონის N12 საცხოვრებელ კორპუსებში, სადარბაზოების შიდა რემონტი;
  • კახეთის გზატკეცილის N 10 და სამგორის დასახლების N 32 კორპუსებში წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია.
  • ვაზისუბნის დასახლების N17 კორპუსში ლიფტის რეაბილიტაცია-განახლება;

ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ პროექტების განხორციელებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს გადასცა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ისნის რაიონის გამგეობა უახლოეს მომავალში ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების პროგრამის ახალი წესის მიხედვით, დამატებით 40 პროექტს განახორციელებს.

კომენტარი