საბარგოს დასახლების მე-12 ქუჩაზე საყრდენი კედელი ეწყობა

საბარგოს დასახლების მე-12 ქუჩაზე საყრდენი კედელი ეწყობა

524
გაზიარება

ისნის რაიონში, საბარგოს დასახლების მე-12 ქუჩაზე საყრდენი კედელი ეწყობა. აღნიშნულ მისამართზე უხვი ნალექის გამო, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა, რომელმაც ადგილობრივ მცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა.
ისნის რაიონის გამგეობამ აღნიშნულ ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მოწყობა უმოკლეს ვადებში დაიწყო.
საბარგოს დასახლების მე-12 ქუჩაზე 12 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები ათი დღის ვადაში დასრულდება, რომელსაც ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლუკა 2011“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და კონტრაქტორ კომპანიას ადგილზე გაესაუბრა.

კომენტარი