10 მილიონი დიღმის ტყე-პარკის ნაცვლად – მერია მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს მართავს

10 მილიონი დიღმის ტყე-პარკის ნაცვლად – მერია მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს მართავს

14154
გაზიარება

დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიების გამოსყიდვის მიზნით, თბილისის მერია მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს მართავს.
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, იმის გამო, რომ აღნიშნულ ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის ზონის სტატუსი ადევს, იქ მშენებლობების დაწყება შეუძლებელია.შესაბამისად მესაკუთრეთა ნაწილი თანახმაა ტერიტორიის მონაცვლეობაზე ან კომპენსაციის მიღებაზე.
“დიღმის ტყე-პარკის მესაკუთრეებთან  აქტიურად ვმუშაობთ. სამწუხაროდ, სახელმწიფომ თავის დროზე ეს ტერიტორია გაასხვისა და დღეს ჩვენ ხარკის გადახდა გვიწევს. ჩვენი  გეგმაა, რომ ეს ტერიტორიები გამოვისყიდოთ.  სხვა შემთხვევაში ჩვენ იქ ვერც სარწყავი სისტემის მოწყობას და ვერც  ტერიტორიის განათებას ვერ ვახერხებთ. სამწუხაროდ,  ამ ხარკის გადახდა რამდენიმე მილიონი დაგვიჯდება.  საუბარია დაახლოებით 10-მილიონ ლარზე“,- აცხადებს მაია ბითაძე.

კომენტარი