19 ივლისს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

19 ივლისს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

255
გაზიარება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 19 ივლისს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც “სითი კვირას” კომპანია “თელასში” განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
კრწანისის რაიონი
რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, გორგასლის და შავნაბადას ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
სამგორის რაიონი
ქეთევან წამებულის მოედნის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ალიხანიანის, ხერხეულიძის, ლაგოდეხის, ირბახის, წურწუმიას, შავიშვილის, ბოროდინის, სართიჭალის და იზაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 18 საათამდე;
ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე.
ჩუღურეთის რაიონი
დავით აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და ტეტელაშვილის ქუჩების   მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
ვაკის რაიონი
ლიზიკო ქავთარაძის  ქუჩის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
საბურთალოს რაიონი
ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას, შარტავას, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ცხინვალის, ანდრონიკაშვილის, არდაზიანის, ოდიშელიძის, ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის და ისაკაძის  ქუჩების  მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
დიდგორის რაიონი
სოფელი წავკისის და ტაბახმელას მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 18 საათამდე.
მთაწმინდის რაიონი
ლეონიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.

კომენტარი