თბილისის ბიუჯეტი შესაძლოა 10 მილიონით გაიზარდოს

თბილისის ბიუჯეტი შესაძლოა 10 მილიონით გაიზარდოს

396
გაზიარება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ბიუჯეტი იზრდება და ეს არის პოზიტიური ნაბიჯი.
„თბილისის ბიუჯეტის ცვლილების მთავარი პოზიტივი არის ის, რომ წელს თბილისის ბიუჯეტი 800 მილიონიდან 917 მილიონ ლარამდე გაიზარდა  და ამ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ბუნებრივია იზრდება ხარჯებიც, ხორციელდება დამატებითი, ახალი პროექტები თბილისში,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
27 ივლისს დედაქალაქის საკრებულომ თბილისის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით გაზრდას უნდა უყაროს კენჭი. ბიუჯეტის განხილვა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დილიდანვე ხმაურით მიმდინარეობს. ოპოზიცია, მმართველ გუნდს  თანხების არამიზნობრივ გადანაწილებაში ადანაშაულებს.

კომენტარი