გასაკიცხი ტფილისური ჩვეულებები

გასაკიცხი ტფილისური ჩვეულებები

342
გაზიარება

 

კვირას, ივლისის 5-ს ნაშუადღევის ორს საათზე,ერთის „კაფე – რესტორნის“ წინ,რომელიც არის ღია ისეთ ადგილას,როგორიც გოლოვინის პროსპექტია, კავკაზის გზის ფოსტის სადგურის პირდაპირ, გამვლელგამომვლელი საზოგადოება არა სასიამოვნო სურათის მნახველი იყო. ერთბაშად „კაფე – რესტორანიდან“ გამოცვივდნენ ქუჩაში მთვრალები და ასტეხეს ერთი ჩხუბი და აყალ – მაყალი: ჩხუბს ცემა -ტყეპაც მოჰყვა,ასე რომ გამვლელ – გამომვლელნი იძულებულნი იყვნენ ტროტუარი დაეთმოთ მოჩხუბართათვის.
საქმე იქამდის მივიდა,რომ ერთმა მთვრალთაგანმა დანა ამოიღო ჯიბიდან,მაგრამ პოლიციელმა,რომელიც ხმაურობაზე მოვიდა,დროზე შეაჩერა და გააშველა მოჩხუბარნი.

38444505_2003022866397165_4176463633565351936_n

წყარო:ძველი ქართული რეკლამა • კარიკატურა

კომენტარი