რუსთაველის გამზირზე ორი შენობის ფასადიდან ავარიული ელემენტები ჩამოხსნეს

რუსთაველის გამზირზე ორი შენობის ფასადიდან ავარიული ელემენტები ჩამოხსნეს

81
გაზიარება

რუსთაველის გამზირის N34-სა და N36-ში მდებარე შენობების ფასადიდან ავარიული ელემენტები მოიხსნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დაზიანებული ელემენტების ფრაგმენტულად ჩამოშლის გამო მიიღო, რასაც შესაძლოა, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე შეექმნა.
ფასადის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას ტროტუარზე ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება დროებით შეიზღუდა. ადგილზე რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და გამგეობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
მსგავსი შემთხვევების გამოვლენისას, მოქალაქეთა უსაფრთხების უზრუნველსაყოფად, გამგეობა შესაბამისს ზომებს დაუყონებლივ მიიღებს.

1

კომენტარი