გლდანში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

224
გაზიარება

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობი მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. მესამე მიკრორაიონის N8 კორპუსის მიმდებარედ, 750 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში დაიგება ბეტონის საფარი, შეიცვლება ლითონის მავთულ-ბადეები, მოეწყობა ბალახის ხელოვნური საფარი და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი.
აღნიშნული მისამართის გარდა, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დამატებით, 23 მისამართზე მიმდინარეობს.
სამუშაოები, რომლებსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პე-ბე“ აწარმოებს, სექტემბერში დასრულდება.
მიმდინარე წელს გლდანის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ცხრა მისამართზე უკვე განხორციელდა.

კომენტარი