თელეთის N6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს კაპიტალური გამაგრება უტარდება

თელეთის N6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს კაპიტალური გამაგრება უტარდება

191
გაზიარება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში კრწანისის რაიონში, თელეთის N6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს კაპიტალური გამაგრება უტარდება. შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, ფასადის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა.
სამუშაოების ამ ეტაპზე სახლის ნაწილობრივი დემონტაჟი მიმდინარეობს. შემდგომ ეტაპზე კი, სახლის ფასადი, სახურავი და კიბე განახლდება. სრული გამაგრება ჩაუტარდება ასევე, შენობის საძირკველს.
სახლი პირველადი იერსახით აღდგება და გამაგრების შემდეგ,შენობის ავთენტურობა სრულად შენარჩუნდება.
სამუშაოებს შპს „აილამა“ მიმდინარე წლის ნოემბერში დაასრულებს.

კომენტარი