ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N18 კორპუსის მიმდებარედ გზა განახლდა

ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N18 კორპუსის მიმდებარედ გზა განახლდა

208
გაზიარება

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მორიგი საგზაო პროექტი ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N18 კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა.
სამუშაოების შედეგად 2540 მ2 ფართობის გზა განახლდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 79 925 ლარი გამოიყო.
ამ დროისთვის გზების მოწესრიგება, რაიონის მასშტაბით, 20-მდე მისამართზე მიმდინარეობს.

კომენტარი