ქეთევან წამებულის გამზირის N82-ში სადარბაზოებს არემონტებენ

ქეთევან წამებულის გამზირის N82-ში სადარბაზოებს არემონტებენ

126
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, პროექტებს სადარბაზოების რეაბილიტაციის მიმართულებით ახორციელებს.
ამ ეტაპზე ქეთევან წამებულის გამზირის N82-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხუთი სადარბაზოს რემონტი მიმდინარეობს.
ხუთივე სადარბაზოში ძველი დაზიანებული ფანჯრები ახალი მეტალო-პლასტმასის თანამედროვე მასალით შეიცვალა. მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, მათ შორის, კედლების შელესვა და ღებვა. ასევე, ელექტროსადენების და სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელების სპეციალურ შემკრებ ყუთში გადატანა, რის შემდეგაც დაზიანებულ კიბეებს აღდგენა-განახლება ჩაუტარდება.
აღნიშული საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 26 753 ლარით დაფინანსდა.
გარდა ამისა, ისნის რაიონში მიმდინარე თვეში სადარბაზოების რეაბილიტაცია კიდევ ორ მისამართზე განხორციელდება, სადაც რემონტი ოთხ სადარბაზოს ჩაუტარდება.

კომენტარი